ახალციხეში, თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის ძეგლები გაირეცხა.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ძეგლები
დღეს 26 ივლისს, შპს „კეთილმოწყობის “ სამსახურის თანამშრომლებმა
სპეციალური ხსნარით გაწმინდეს და წყლის ჭავლით გარეცხეს.
„ტრადიციულად უკვე მესამე წელია, რაც ძეგლების დასუთავება ხდება. აღნიშნული ძეგლები სპეციფიური ხსნარით ჭუჭყისგან და ლაქებისგან გაიწმინდა. ასევე, ძეგელების მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა” – აცხადებს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ლონდარიძე.