ახალქალაქში დედა და შვილები საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილები ნახეს. სახლი და ცხედრები დამწვარია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი გარდაცვლილები ნახეს. საკუთარი საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხედრები იპოვეს დამწვარია. ადგილზე მისლ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს გვამებიც დამწვარი დახვდა.
ცხედრები ვაჩიანში 10 ივლისს იპოვეს. მათი გარდაცვალების მიზეზი უცნობია. სააგენტო jnews.ge–ის ინფორმაციით, ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდა. მათივე ცნობით, სახლში დედა სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა. მეუღლე რუსეთში მუშაობს.
“მეცხრე არხი” დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.