სამი ჰიუნდაი, ველოსიპედები, კომპიუტერები და კერძები – სახალხო დღესასწაული სურბ გევორქი სოფელ პამაჯში გრანდიოზულად აღინიშნება. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულთათვის არაერთი პრიზი თამაშდება, თუმცა სამ კატეგორიაში გამოვლენილ მოჭიდავეს ყველაზე სასურველი პრიზი – “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილები გადაეცემა.
სახალხო დღესასწაულს ორგანიზება და სპონსორობა წარმოშობით ადგილობრივმა ბიზნესმენმა აშოტ ბაბოიანმა გაუწია. მისივე ინიციატივით დაწესდა აღნიშნული გრანდიოზული პრიზებიც.
უამინდობის გამო ჭიდაობა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მასში მონაწილეები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან ჩაერთვნენ. გამარჯვებულთა დაჯილდოება დღეს, 8 მაისს, საღამოს იგეგმება.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ლევან ყურაშვილი, ბექა ზედგინიძე
|