საქართველო სომხეთს პირველ ტაიმში 5:0 ამარცხებს
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ანგარიშით 5:0 ამარცხებს. პირველი ავტოგოლი სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა აროიანმა გაიტანა, მეორე გოლი ოთარ კიტეიშვილმა, მეოთხე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ, და მესამე და მეხუთე გოლები კი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
მატჩში ანგარიში მეოთხე წუთზე გახსნა ოთარ კიტეიშვილმა. შეხვედრის მე-14 წუთზე კი სომხეთის ნაკრების კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
მატჩი "დინამო არენაზე” მიმდინარეობს.
საქართველოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი "პლეი ოფის" მოგების შემდეგ უეფა-ს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.