19-20 მარტს “ბაკურიანობა” 2016 გაიმართება. მას ორგანიზებას ბორჯომის მუნიციპალიტეტი გაუწევს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიება ჩატარდება.
19 მარტს სპორტულ შეჯიბრებებს უმასპინძლებს დიდველი, სადაც
გიგანტური სლალომი მოეწყობა. სლალომის დამთავრებისთანავე
ჩატარდება შეჯიბრება სნოუბორდისტებს შორის.
20 მარტს გაიმართება შემდეგი სპორტული ღონისძიებები:
11:00 სთ-თხილამურებით სირბილი (
ე.წ “ოცდახუთიანების ტრასა”);
12:00სთ -ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა (ტრამპლინი,
“ოცდახუთიანების” მიმდებარედ);
14:00 სთ- კვადროციკლებით შეჯიბრი (“ოცდახუთიანების” მიმდებარედ);
15:00სთ – ცხენებით ჯირითი (“ოცდახუთიანების” მიმდებარედ)
დაჯილდოვების ცერემონია 17:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. დღესასწაული გალაკონცერტით დაიხურება, რომელიც ასევე ცენტრალურ მოედანზე, 18:00 საათზე დაიწყება.
|