ბაკურიანმა, ტრაგიკულად გარდაცვლილი სნოუბორდისტის, ნუგზარ დიაკონაშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა 70–მდე წამყვანმა სპორტსმენმა მიიღო. მესტიიდან, გუდაურიდან, თბილისიდან და ბაკურიანიდან ჩამოსული სნოუბორდისტები, ბიჭების ორ და გოგონების ერთ ასაკობრივ გუნდში გადანაწილდნენ.
ორგანიზატორების თქმით, ნუგზარ დიაკონაშვილის სახელობის ტურნირი
ყოველწლიურად გაიმართება.
ნუგზარ დიაკონაშვილი 5 იანვარს გარდაიცვალა. სრიალის დროს ჩამოწოლილმა ზვავმა ქვეშ მოიყოლა. სნოუბორდისტს მაშველებმა, სამ საათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ახალგაზრდა სპორტსმენი ბაკურიანის სნოუბორდის გუნდს ხელმძღვანელობდა. იგი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო. ერთ–ერთი ბოლო წარმატება 2015 წელს მოიპოვა, სადაც სნოუბორდ–კროსში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
|