ახალქალაქელი მოკრივეები საქართველოს ჩემპიონატიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ
ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - ამ ჯილდოების მოპოვება შეძლეს ახალქალაქელმა სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც ახალგაზრდა და უფროსი ასაკის ვაჟ და გოგონა მოკრივეთა შორის თბილისში, ოლიმპიურ სოფელში, სამი დღე მიმდინარეობდა.
ჩემპიონატში ახალქალაქიდან შვიდი სპორტსმენი მონაწილეობდა. აქედან ხუთმა შეძლო საპრიზო ადგილის დაკავება.
57 კგ. წონით კატეგორიაში არტიუშ გომციანმა და 56 კგ. წონით კატეგორიაში არამ ხრიკიანმა დაიკავეს პირველი ადგილი.
არტიომ იორდანიანმა 91+ წონით კატეგორიაში და სტეპან შირინიანმა 52 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავეს.
მესამე ადგილს დასჯერდა გაგიკ პოზოიაი, რომელიც 57კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
კრივის ეროვნული ფედერააციის ინფორმაციით, გამარჯვებული მოკრივეებისგან დაკომპლექტდება 2020 წლის საქართველოს ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს არაერთ ტურნირზე. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ უფროსი ასაკის მოკრივეები იბრძოლებენ ტოკიოს ოლიმპიურ ლიცენზიაზე.