საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ჩეხეთთან დამარცხდა. ანგარიში ჩეხების სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებიდან ჩეხეთს გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა.
ამრიგად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპი მე-3 ადგილზე დაასრულა, საქართველოს ნაკრები B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად C დივიზიონის მესამეადგილოსანთან პლეი ოფში ითამაშებს. "ერთა ლიგის" B ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა ჩეხეთი, მეორეზე - უკრაინა, მესამეზე - საქართველო, ბოლო ადგილზე კი ალბანეთი.
„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ქალაქ ოლომოუცში შედგა.