“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” – ამ დევიზის გარშემო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 50 პირი გაერთიანდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში უსინათლო, ეტლით მოსარგებლე, ამპუტანტი, სმენადაქვეითებული და გონებრივი შეზღუდვის მატარებელი პირები, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში ჩაერთვნენ.
ღონისძიებებში, ყველა სახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამიტომ, ორგანიზატორებმა მას უპრეცედენტო მასშტაბის აქტივობა უწოდეს.
საქართველოს 10 მუნიციპალიტეტი, ხუთკაციანი გუნდით იყო წარდგენილი. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, გუნდი აფხაზეთიდანაც ჩამოვიდა. ყველა სახის შეჯიბრებაში პირველი ადგილის მფლობელი გამოვლინდა და სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გააქტიურება, ყველა სახის ღონისძიებაში ჩართვა და ამ სტატუსის მატარებელ მოქალაქეებს შორის, კავშირის დამყარებაა.
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდული მედია კავშირი” ახორციელებს.
|