ახალციხის სასპორტო სკოლაში უახლესი სისტემის სატრენაჟორო დარბაზი გაიხსნა, სადაც ივარჯიშებენ როგორც სპორტსმენები, ასევე ნებისმიერი მსურველები.
სატრენაჟორო დარბაზი ახალციხის მერიისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს მხარდაჭერით მოეწყო.
„მიხარია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს შეეძლებათ აქ მოსვლა და ვარჯიში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას ჯანსაღი ცხოვრების წესში“ – აცხადებს ქალაქის მერი გიორგი კოპაძე.
სავარჯიშო დარბაზში 14 სახეობის პეტრიქსის ძვირადღირებული ტრენაჟორი დაიდგა.
ტრენაჟორების დარბაზის გახსნას ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები დაესწრნენ.
წყარო: https://www.facebook.com/694718250594972/photos/a.897829903617138.1073741867.694718250594972/897829980283797/?type=1&theater
|