როგორი ამინდი იქნება დღეს სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ქვეყნის მასშტაბით, გამოიდარებს და დათბება.
29 ოქტომბერს ახალციხეში მზიანი და უნალექო დღეა, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსს უნდა ველოდოთ. დღე უნალექოდ ჩაივლის ბორჯომშიც, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +0 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები.
უნალექო დღე იქნება ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. მოიღრუბლება, თუმცაა დღღე უნალექოდ ჩაიივლის ადიგენში. სინოპტიკოსები დღისით +9 გრადუსს, ხოლო ღამით - 4 გრადუსს ვარაუდობენ.
რაც შეეხება ჯავახეთს - დღეე უნალექოდ ჩაივლის ახალქალაქში, დღისით +6 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით -5 გრადუსი. უნალექოდ ჩაივლის დღე ნინოწმინდაშიც სინოპტიკოსები დღისით +4 გრადუსს, ხოლო ღამით -5 გრადუსს ვარაუდობენ.
29 ოქტომბერს დღე უნალექოდ ჩაივლის რეგიონის კურორტებზე, აბასთუმანში, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +10 გრადუსია, ხოლო ღამით -2 გრადუსი იქნება.ბაკურიანში, ტემპერატურა დღისით +6 გრადუსია, ხოლო ღამით -1 გრადუსია ნავარაუდევი.