ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე მინი სტადიონი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ლენტი ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ზარდიაშვილმა გაჭრა. პროექტი ახალციხის მერიამ დააფინანსა.
ახალ სტადიონზე დღესვე შედგა პირველი ამხანაგური მატჩი. გარდა ამისა მერიამ ბავშვები ბურთებით დაასაჩუქრა.
2016 წელს ახალციხის მასშტაბით ხუთი მინის სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდა. აშენდა ორი ახალი მოედანი.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, რამაზ ალავიძე.
|