თორნიკე ჯინჭველაძემ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა
მესხმა სპორტსმენმა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა.
სოფელ მუსხის მკვიდრმა, თორნიკე ჯინჭველაძემ საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე, სახელწოდებით "პატრიდა"-პირველი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა სპორტსმენმა -55 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
თორნიკე ჯინჭველაძე საბერძნეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით გაემგზავრა.