როდის გამოიდარებს რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
სამცხე-ჯავახეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, 21 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11 და ღამით კი 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 7, ღამით კი 3 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 10 გრადუსი იქნება, ღამით კი 2. ადიგენში დღისით 8, ღამით 2 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 6, ღამით მინუს 2 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 5-ს, ღამით მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ღრუბლიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 6 გრადუსს, ხოლო ღამით 1 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 2, ღამით კი მინუს 2 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 გრადუსი იქნება.