როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონებში (განსაკუთრებით კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია. 5 და 6 აგვისტოს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 30 და 33, ღამით კი 15 და 17 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 29 და 31 , ღამით კი 16 და 17 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 30 და 32 გრადუსი იქნება, ღამით კი 15 და 17. ადიგენში დღისით 27 და 29 ღამით 14 და 15 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 24 და 27, ღამით 12 და 14 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 22 და 24 -ს, ღამით კი 12 და 13 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 26 და 29 გრადუსს, ხოლო ღამით 14 და 15 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 23 და 25, ღამით კი 11 და 14 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 32 და 33 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი 20 და 22 გრადუსი იქნება.