29 ნოემბრამდე მზიანი ამინდებია მოსალოდნელი
25 ნოემბრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის თბილისში გამოიდარებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, ძირითადად უნალექო ამინდი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 29 ნოემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.
აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +13+18 გრადუსი; მაღალმთაში ღამით მინუს 5 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით მოსალოდნელია +10+15 გრადუსი, მაღალმთაში მინუს 8 გრადუსი; თბილისში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში უახლოესი დღეების პროგნოზი ასე გამოიყურება:
26 ნოემბერს, ღამით მოსალოდნელია ყინვა მინუს ორი გრადუსი, ხოლო დღისით პლიუს 10.
ღრუბლიანი და უნალექო ამინდი შენარჩეუნდება 29 ნოემბრის ჩათვლით ახალციხეში. ტემპერატურა კი პლიუს 3–დან 13 გრადუსამდეა მოსალოდნელი.