სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 მარტს
12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში თამარაშვილის, კოსტავას, ახალციხელის, მესხეთის, ჯაყელის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში აღმაშენებლის, ნადირთმშენის, დიდველის და მიმდებარე ტერიტორიაზე;
14:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში დილისკა, კუმურდო, ჩუნჩხა, მურჯახეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.