ახალციხის თემმა სსაკრებულოს რიგით მეთერთმეტე სხდომა გამართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
დღეიდან ახალციხის გამგებლის მოადგილეს , მუნიციპალიტეტის გამგებლისა და პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, გამგეობის პირველი პირის მოვალეობის შესრულება შეეძლება – დებულებაში ცვლილების შეტანა, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს.
სიახლეა ისიც, რომ მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებისთვის საჭირო ურთიერთშესაბამისობის ცნობას, გამგებლის წარმომადგენელი გასცემს. აღნიშნული ცნობა, ამ დრომდე მხოლოდ გამგეობის პირველი პირის ნებართვით გაიცემოდა. როგორც საკრებულოს სხდომაზე განმარტეს, მიწას მოსახლეობა საკუთრებაში მარტივად ერთი წლის განმავლობაში დაიკანონებს. დებულებაში ცვლილების შეტანა პროცესის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით გადაწყდა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თემის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს, მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბისა და დროშის მიღების მიზნით, დროებითი სამუშაო ჯგუფის საკითხს შეეხო.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რუსუდან გვარამაძე, ნანა ინასარიძე.
|