რა ხდება უკრაინაში ომის 512-ე დღეს
რუსული აგრესია უკრაინაში გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა იერიში გაააქტიურეს ხარკოვისკენ. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში სარკინიგზო სადგური დაიკავეს. იერიშები გრძელდება მიკოლაევისა და ოდესის მიმართულებით.
მიკოლაევში სარაკეტო დარტყმის შედეგად, სამ სართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. არის მსხვერპლი. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დგინდება. 9 დაშავებულს შორის, 5 ბავშვია. ღამით აფეთქებების სერია, ნგრევა და ხანძარი მოჰყვა ოკუპანტების იერიშს ოდესაში. საოკუპაციო ძალების სამიზნეში მოექცა პორტი და მარცვლეულის საწყობი.