რეგიონი
რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი ვესელოე დაიკავეს - უკრაინული მედია
რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი ვესელოე დაიკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული პორტალი pravda.com.ua-ი ავრცელეს.
ამასთან, გავრცელებული ცნობით, საოკუპაციო ძალებს წინსვლა აქვთ დოენცკის ოლქში დასახლებებთან: ლისიჩნოესთან, ივანოვკასთან, სერგეევკასა და ჟელანოესთან.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალების იერიში 11 მიმართულებით, განსაკუთრებით მძაფრად კი დონეცკის ოლქში, პოკროვსკის მიმართულებით ხორციელდებოდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 127 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
გააზიარეთ :