როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვოზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვოს ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ იური სლიუსარზე, ადგილობრივი მოსახლეობასა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სლიუსარის განცხადებით, რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა და ქალაქ მილეროვოსთან რვა დრონი ჩამოაგდეს.
„ოპერატიული მონაცემებით, არავინ დაშავებულა. ადგილზე შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - წერს სლიუსარი „ტელეგრამ“ არხზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, როსტოვის ოლქის თავზე ცხრა უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მილეროვო არის ერთ-ერთი ტერიტორია, საიდანაც რუსული ჯარები, უკრაინაზე საჰაერო თავდასხმების დროს, დრონებს უშვებენ.