რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა
რუსულმა ძალებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს, საჰაერო განგაში ქვეყნის ყველა რეგიონში გამოცახდდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფრთოსანი რაკეტების ჯგუფი დაფიქსირდა ხერსონის ოლქში, მიკოლაივის ოლქის აღმოსავლეთით. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რაკეტებმა მიკოლაივის ოლქიდან კიროვოგრადისკენ განაგრძეს მოძრაობა. რაკეტები დაფიქსირდა სუმის, ჩერნიგოვის, კიევისა და პოლტავას ოლქებშიც.
საჰაერო ძალების ცნობით, რაკეტები მოძრაობდნენ უკრაინის დასავლეთით - ვინიცის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, ჩერკასისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებისკენ.
საჰაერო ძალებმა ასევე დააფიქსირეს „კინჟალის“ რაკეტები, რომელიც მოძრაობდა ჟიტომირისკენ, ხმელნიცკისკენ, ტერნოპოლისა და ივანო-ფრანკოვსკისკენ.
მედიის ინფორმაციით, კიევში, ოდესაში, ხმელნიცკსა და ივანო-ფრანკოვსკში აფეთქებების ხმები ისმოდა.