ახალციხე – სვირის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, 1 800 მეტრზე ორფენიანი ასფალტის საფარი იგება, ასევე ეწყობა სანიაღვრე არხები.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 305 000 ლარით ფინანსდება.
სამ სოფელთან დამაკავშირებელი გზა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო.
ასფალტის დაგების პროცესს მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე დააკვირდნენ.
|