ახალციხელი გამომგონებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაწესებული ჯილდოსთვის იბრძვის. კარლო ხუციშვილი წარდგენილია ნომინაციაზე “წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში“.
ნასაში მოგზაურობის შემდეგ ახალციხელმა გამომგონებლმა შექმნა მოწყობილობა, რომლითაც ნაღმის გაუვნებელყოფაა შესაძლებელი. დრონი, სახელწოდებით Life saver, Ipad-ის საშუალებით იმართება და მას სხვა მსგავს მოწყობილობებთან შედარებით არაერთი უპირატესობა აქვს. ასევე, ეტლით მოსარგებლეებისთვის კარლო ხუციშვილმა შექმნა სპეციალური აპლიკაცია, რომლის განხორციელებითაც ეტლით მოსარგებლეების მთავარი დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელი გახდება.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირველად მისცა მოსახლეობას უფლება თავად გამოავლინონ 2016 წლის მოვლენა, ადამიანი და ინსტიტუცია, რომელიც თავისი მნიშვნელობით, საქმიანობითა და შედეგით “წლის საუკეთესოს” ჯილდოს იმსახურებს.
ხმის მიცემა ვებ–გვერდზე: http://1tv.ge/ge/polls/gpbnomination2016.html პირველი დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. 16 ნომინაციაზე 36 ნომინანტია წარდგენილი. ერთი პირი საკუთარ პოზიციას ნებისმიერი ნომინაციის მხოლოდ თითო–თითო ნომინანტის სასარგებლოდ აფიქსირებს.
თიკო კურტანიძე