ვალეში ახლადგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის კარი დააზიანეს. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას და ფოტო–მასალას ადგილობრივი მკვიდრი ჯაბა ნათენაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ჯაბა ნათენაძის ფოტოშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ვალის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის 14 მაისს დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 445 000 ლარი შეადგენა.
ცენტრი, რომელიც ვალესა და მიმდებარე სოფლების 14 000-მდე მაცხოვრებელს ემსახურება, იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა 26 სექტემბერს საზეიმო ვითარებაში გახსნა.
თიკო კურტანიძე
ჯაბა ნათენაძის ფოტოები