ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოინახულეს. საჩუქრად ტკბილეული და საოჯახო ჭურჭელი გადასცეს.
გამგეობის ინფორმაციით, ტკბილეულისა და საოჯახო ჭურჭელის გარდა, გამგეობა შშმ პირებს ერთჯერადად ფულადი თანხითაც დაეხმარება. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 158 ბენეფიციარს 75 ლარი ჩაერიცხებათ.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წლიდან აღინიშნება.