სიახლეები
ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრის- დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება
"X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება!“ - თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით ინფორმაციას ფეისბუკის გვერდზე პროფესორი ბუბა კუდავა ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, საქმის კურსშია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ელჩი თურქეთში გია ჯანჯრავა ადგილზე ეცნობა სიტუაციას.
ფოტოს ავტორი- ბუბა კუდავა
კულტურული მემკვიდოების დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა ანთიძის თქმით, უწყება ფაქტის უტყუარ დადასტურებას ელოდება, რათა შემდგომი რეაგირების გზები დაგეგმოს.
„ჩვენს საელჩოს ვთხოვეთ ადგილზე ვითარების შესწავლა. ასევე კოლეგა ინსტიტუციებს ფაქტის გადამოწმება. ამის შემდეგ იქნება ისე სამართებრივი რეაგირება, რომლის საშუალებასაც იძლევა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, მანამდე ველოდებით თურქეთში საქართველოს ელჩის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“, - უთხრა ნიკა ანთიძემ რადიო თავისუფლებას.
ფოტოს ავტორი- ბუბა კუდავა
გააზიარეთ :