„საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს, კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში „საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკში“ დაუდასტურეს.
მათივე განცხადებით, ბანკის ორი თანამშრომელი საკონდიტრო მაღაზია „დონაში“ იმყოფებოდა. ინფორმაციას ინტერპრენიუსი ავრცელებს.
"ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა „დონაში“ და სამწუხაროდ, დაუდგინდათ კოვიდ-19. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება“, - განაცხადეს „საქართველოს ბანკში“