რეგიონში ელექტეროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 თებერვალს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში სააკაძის, ფიროსმანის, მესხეთის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფელბში კორხი, ორჯა, ხულგუმო, ოლავერდი, ვაჩიანი და მიმდებარე სოფელში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.