დაზარალებულის ადვოკატის ეკა აბაშიძის თქმით, უზენაესმა სასამართლომ ახალციხის ციხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. ამიტომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, რომლის თანახმადაც დაზარალებულს, იძულებით გაცდენილი საათები უნდა აუნაზღაურდეს.
შეგახსენებთ, რომ „ახალციხის ციხის“ ყოფილმა დირექტორმა ელგუჯა ბიჭაშვილმა, დაწესებულების თანამშრომელი ეკატერინე დგებუაძე სამსახურიდან 2013 წლის 6 აგვისტოს გაუშვა. ბრძანებაში, გათავისუფლების საფუძველად, შრომითი კოდექსის 37–ე მუხლის დ ქვეპუნქტი მიუთითა, რაც დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტას ნიშნავდა.