რეგიონი
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმანში ისტორიულ ძეგლებს ათვალიერებს
საქართველოს პრეზიდენტი კურორტ აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობების რეაბილიტაციის პროცესს ათვალიერებს.
სალომე ზურაბიშვილმა უკვე მოინახულა მდინარე ოცხეზე მდებარე ისტორიული რემერტის ხიდი. ასევე ეწვია ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდა და ახალაშენებული შენობა დაათვალიერა.
"რეგიონებში ვიზიტებს ვაგრძელებ რათა ადგილზე ვნახო, რა ვითარდება და რა არის ახალი პროექტები, რა პრობლემები რჩება. აქ ნათელია, რომ მიდის სერიოზული ინფრასტრუქტურული განვითარება. ძალიან მალე აბასთუმანი იქნება სერიოზული ტურისტული ცენტრი. ძალიან თანამედროვე ცენტრია, ეს ჯდება ზოგად წარმოდგენაში რაც მაქვს მე, რომ ბალნეოლოგიური თერაპია არის ჩვენი ქვეყნისთვის ბუნებრივი და ბევრის მომცემი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმანში ასევე მოინახულებს გოგირდის აუზებს. ადიგენში კი ზარზმის და სოფელ უდის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრებს. უდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში კი, დედათა ხელსაქმეს გაცნობა.
პრეზიდენტის ვიზიტი აბასთუმანში საღამოს, ობსერვატორიაში დასრულდება, სადაც ევგენი ხარაძის სახელობის მუზეუმს დათვალიერებს. სამცხე-ჯავახეთში დაწყებულ ორდღიან ვიზიტს კი 16 ივნისს, ბორჯომში გააგრძელებს.
გააზიარეთ :