უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანის რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა. მთიდან მოვარდნილი წყალი სანიაღვრე არხებმა ვეღარ გაატარა და წერეთლის ქუჩაზე პრობლემები შექმნა. ადიდებულმა წყალმა სასტუმრო ,,ნოელის" ღობე დაანგრია და ეზო დატბორა, დაზიანდა ასევე შენობის სამრეცხაო და საცხოვრებელი კოტეჯები. ადგილობრივების თქმით, ადიდებულმა წყალმა ხიდი ჩახერგა, რის გამოც წყალი გზის სავალ ნაწილზე მოედინებოდა, სამაშველო სამსახურმა ამ დროისათვის სპეციალური ტექნიკით ხიდთან ჩახერგილი ადგილი უკვე გაწმინდა.
„წყალი ღამე ადიდდა, რამდენიმე ოჯახი დაზარალდა, მდინარე ჯებირებიდან გადმოვიდა. ამჟამად შედარებით უკეთესი მდგომარეობაა“ - აცხადებს თამილა აღნიაშვილი. „დილის 10 - ის ნახევრიდან საღამოს 5 საათამდე წყალი ადიდებული იყო. სახლებსა და ეზოებში შევარდა. მეზობელს პირველი სართული მთლიანად დაუტბორა და გაუნადგურა. ჩემი ეზო და ნათესებიც გაანადგურა, ყველაფერი დაიტბორა, სარაია, ავტოფარეხი... დაახლოებით 2-3 ათასი ლარით ვიზარალე. მერიიდან იყვნენ, მაგრამ არავის უთქვამს, რომ აგვინაზღაურებენ, უბრალოდ მოვიდნენ დააკვირდნენ სიტუაციას და წავიდნენ“- წუხს აიდა აკოფიანი.
ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ მიყენებულ ზარალს უახლოეს დღეებში დაითვლიან და დაზარალებულ მოსახლეობას სრულიად აუნაზღაურებენ. მერი დავით ზაალიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია და შესაბამისი სამსახურები დილის 10-ის ნახევრიდან მუშაობდნენ ადგილზე.
„ზარი დილით, 10-ის ნახევარზე შემოვიდა, შეგვატყობინეს რომ დაახლოებით ხუთ ოჯახს საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაეტბორა. ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია, წყლის დონემაც დაიკლო და შესაბამის სამსახურებმა ტერიტორია მოაწესრიგეს. ზარალი დიდი არ არის, მხოლოდ ხუთ ოჯახს დაეტბორა ეზოები“, - აცხადებს ბორჯომის მერი დავით ზაალიშვილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.