რეგიონი
სომხეთში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მანქანას ესროლეს
სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთში, პრემიერმინისტრობის კანდიდატის, არმან ბაბაჯანიანის ავტომანქანა დაცხრილეს.
„ჩემ მანქანას ესროლეს. როცა მკვლელი, ქურდი, მაფიოზი თავისუფლებაზე და მითუმეტეს, არჩევნებში მონაწილეობს, ჩვენ ასეთ ინციდენტებს თავს ვერ ავარიდებთ“, - წერს "ფეისბუქზე“ ბაბაჯანიანი.
პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მანქანის დაცხრილვის დროს, ბაბაჯანიანი ავტომანქანაში არ იმყოფებოდა.
მათივე ცნობით, ადგილობრივი დროით 9:30 საათზე უცნობმა პირმა პრემიერობის კანდიდატის მანქანის საქარე მინას ესროლა. ინციდენტი ნორკ-მარაშის დასახლებაში მოხდა.
სომხეთში დღეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
გააზიარეთ :