რეგიონი
დაჯექი ჩემთან მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ არა 30 მეტრის მოშორებით - ზელენსკი პუტინს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს დიალოგისკენ მოუწოდებს. იგი მიიჩნევს, რომ ომის შესაჩერებლად ერთადერთი გზა პირდაპირი მოლაპარაკებებია.

,,ჩვენ არ ვესხმით რუსეთს და არც ვგეგმავთ მასზე თავდასხმას, რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან, ახლავე წადი - თუ არ გინდა დაჯექი ჩემთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან, მე თავისუფალი ვარ. მაგრამ არა 30 მეტრის დაშორებით, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ შოლცთან - მე ხომ მეზობელი ვარ. არ ვიკბინები. ნორმალური მამაკაცი ვარ, ჩემს გვერდით დაჯექი, დავილაპარაკოთ, რისი გეშინია?" - განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
ასევე ნახეთ:
| Print |