რეგიონი
შეთანხმება დაირღვა - მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია ვერ ხერხდება
მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო. მარიუპოლის საკრებულოს ინფორმაციით, ამის მიზეზი რუსული მხარის მიერ ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების დარღვევა გახდა.
ცოტა ხნის წინ ქალაქის მერის მოადგილემ BBC-ს განუცხადა, რომ მარიუპოლი კვლავ დაიბომბა.
რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით, უსაფრთხო დერეფანი მოსკოვის დროით 10:00 საათიდან გახსნა. მარიუპოლიდან ადგილობრივების გასაყვანად უკრაინის ხელისუფლებამ 50 ავტობუსის მობილიზება შეძლო.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :