რეგიონი
"ასეთ პირობებში ჩვენი ქვეყანა ევროსაბჭოში არ დარჩება" - რუსეთი ევროსაბჭოს ტოვებს
რუსეთმა ევროსაბჭოს ოფიციალურად დატოვების გადაწყვეტილების შესახებ უწყება ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბუჩის გადასცა.
ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
„ნატოს და ევროკავშირის სახელმწიფოები, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ ევროსაბჭოში თავისი უმრავლესობით, ეს ორგანიზაცია გადააქციეს ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად, უარს აცხადებენ თანასწორუფლებიან დიალოგზე და იმ ყველა პრინციპზე, რომლის საფუძველზეც შეიქმნა აღნიშნული ორგანიზაცია. 25 თებერვალს მათ მიიღეს მადისკრიმინებელი გადაწყვეტილება რუსეთის წარმომადგენლობის შეჩერების შესახებ. ასეთ პირობებში ჩვენი ქვეყანა ევროსაბჭოში არ დარჩება“ , - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 25 თებერვალს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერებას.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :