უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა
უკრაინა - რუსეთის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ოფიციალურ დელეგაციებს შორის უკვე დასრულდა. ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ და უკრაინული დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ოფიციალურ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა და უკრაინის დროით 12:00 საათზე დასრულდა.
„შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 10:30 საათიდან 12:00 საათამდე გაგრძელდა ოფიციალური დელეგაციის შეხვედრა. ამის შემდეგ კვლავ სამუშაო ჯგუფების მუშაობა გაგრძელდა. დღეს მთელი დღე ვმუშაობთ“,- განაცხადა არახამიამ.
მან მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა.
ცნობისთვის, დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა.