რეგიონი
ამერიკელ პოლიტიკოსებს სინდისთან ყველაფერი რიგზე არ აქვთ - სერგეი ლავროვი
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება რუსეთის ლიდერზე იმას ადასტურებს, რომ ამერიკელ პოლიტიკოსებს ყველაფერი კარგად არ აქვთ სინდისთან მიმართებაში. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მან აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას უპასუხა, რომელმაც ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე კიდევ ერთხელ უწოდა.
„ეს განცხადება, უპირველესად, იმაზე მეტყველებს, რომ ბევრ ამერიკელ პოლიტიკოსს, რომლებიც ერაყის ომის სათავეებთან იდგნენ ცნობილი საბაბით, რომლებმაც დააქციეს ლიბია ნატოს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც შეიჭრნენ სირიაში, ამ პოლიტიკოსებს, საერთოდაც, სინდისთან ყველაფერი რიგზე არ აქვთ“, - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, ქედმაღლობა, რომლითაც აღსავსეა დღეს ამერიკა, სიკეთეს არ მოიტანს.
„გულწრფელად გეუბნებით, რომ ეს არ არის რომელიმე ერის ინტერესებში, მათ შორის, ეს არ არის თავად დასავლეთის ქვეყნების ხალხთა ინტერესებში“, - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბუჩაში მომხდარს გამოეხმაურა და ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა ომის დამნაშავე. მისი თქმით, პუტინი სასტიკია და პასუხი უნდა აგოს.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :