რუსებმა ოდესის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს
რუსეთის ჯარებმა ოდესის რაიონის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. დნესტრის შესართავზე დაზიანების გამო ხიდი ჩაკეტილია. ამის შესახებ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.
„ბელგოროდ-დნესტროვსკის ოლქიდან ოდესისკენ მიმავალი ხიდი დაზიანების გამო დაიკეტა“, - განაცხადა ბრაჩუკმა.
მისი თქმით, დეტალები უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არ ხმაურდება.
თავის მხრივ, სამუშაო ჯგუფმა "სამხრეთმა" დაადასტურა სარაკეტო თავდასხმა ოდესის რეგიონზე. მათივე ინფორმაციით, დაზიანებულია დნესტრის შესართავზე გამავალი ხიდი. ამასთან, მითითებულია, რომ დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. უსაფრთხოების მიზნით ხიდზე მოძრაობა დროებით დაიხურა და მძღოლებს სხვა მარშრუტების არჩევას სთხოვენ.