რუსებმა ზაპოროჟიეში მარცვლეულის მინდვრებს ცეცხლი წაუკიდეს
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში მარცვლეულის მინდვრებს ცეცხლი წაუკიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.
ნიკოლენკო აღნიშნულის ფოტოს ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის სასტიკი ომის გამო, მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი „შიმშილის წინაშე აღმოჩნდება".
„რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეში მარცვლეულის მინდვრებს ცეცხლი წაუკიდეს. გაიხსენეთ ეს სურათი ყოველ ჯერზე, როდესაც რუსები ამბობენ, რომ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილის წინაშე აღმოჩნდება იმიტომ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი წამოიწყო", - წერს ნიკოლენკო.