რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს
რუსებმა ქალაქი ზაპოროჟიე დაბომბეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურული ობიექტის შენობას ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრანული მედია ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანზე, ანატოლი კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ცნობით, მტრის თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტის შენობა იწვის. ახლომდებარე სახლებში კი აფეთქების ტალღის შედეგად მინებია ჩამსხვრეული.
კურტევი წერს, რომ თავდასხმის ადგილებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ დანგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.