ოკუპანტებმა ბახმუტი ფაქტობრივად გაანადგურეს - ზელენსკი
ოკუპანტებმა ბახმუტი ფაქტობრივად გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„საფრონტო ვითარება ძალიან რთული რჩება დონბასში საკვანძო მიმართულებებზე: ბახმუტი, სოლედარი, მარინკა, კრემენა… ამ რაიონების მიწაზე უკვე დიდი ხანია ცოცხალი ადგილი არაა დარჩენილი, რომელიც ჭურვებითა და ცეცხლით არ იქნებოდა დაზიანებული.
ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი - დონბასის კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც რუსულმა არმიამ ამომწვარ ნანგრევებად აქცია”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ქვეყნის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებსა და ხელმძღვანელებს, რომლებიც ამ მიმართულებებით ფრონტზე იმყოფებიან და მტერში დანაკარგს იწვევენ.