ოდესაში დაბომბვის შედეგად საკათედრო ტაძარი დაზიანდა
რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ხარკოვში ოკუპანტთა სამიზნე კუპიანსკისა და დვურე ჩნაიას დასახლებული რაიონები გახდა. სარაკეტო დარტყმებს ორი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.
ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა ოდესის დაბომბვის შედეგად. დაზიანებულია საკათედრო ტაძარი.