რუსებმა ოდესას შეუტიეს
რუსულმა ძალებმა ოდესისკენ დრონები გაუშვეს, საჰაერო განგაში სამ საათს გაგრძელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა წუხელ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შავი ზღვიდან ოდესის მიმართულებით რამდენიმე დრონი მიემართებოდა, მოგვიანებით ასევე განაცხადეს, რომ დრონები გაუშვეს ფონტანკის დასახლების მიმართულებით.
"შაჰედებით" თავდასხმის რამდენიმე ტალღა განხორციელდა, ისმოდა აფეთქებების ხმა.
სამსაათიანი განგაში შემდეგ საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე აღმოფხვრილია.
შეგახსენებთ, 2 მარტს დრონებით თავდასხმის დროს, ერთ-ერთმა რუსულმა დრონმა ოდესაში მდებარე კორპუსს დაარტყა, რასაც 12 ადამიანის, მათ შორის 5 ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა.