რეგიონი
ქვეყნები მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე არიან - რუსეთის დუმა
რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. დუმის დეპუტატმა, უშიშროების კომიტეტის წევრმა, მიხაილ შერემეტმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთზე თავდასხმისთვის უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, რეალურად, მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარამდე მიიყვანეს.
„„საომარი ტექნიკის დასავლური მოდელების არსებობაზე დაყრდნობით, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა უცხოური წარმოების საბრძოლო მასალისა და რაკეტებით, აგრეთვე რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმაში უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლების ფართომასშტაბიანი მონაწილეობის შესახებ უტყუარი მტკიცებულებების გამო, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ“, - განუცხადა შერემეტმა ,,რია ნოვოსტის".
მისივე თქმით, ნატო-ს ქვეყნებმა უკრაინას, ფაქტობრივად, რუსეთზე თავდასხმის უფლება მისცეს, თვითონ კი „იმალებოდნენ მარიონეტული კიევის რეჟიმის უკან“.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში უკვე 82 დასახლებას აკონტროლებენ. მისივე თქმით, 6 აგვისტოდან უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიაში 35 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და 1 150 კვადრატული კილომეტრის ფართობს აკონტროლებენ.
გააზიარეთ :