ახალციხის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა - რა არის მომავალი წლის პრიორიტეტები
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 20 დეკემბერს 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 36 მლნ. 400 ათასი ლარით განისაზღვრა.
სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან მომავალი წლის მთავარ პრიორიტეტებზე საუბარი არ ისურვეს, არც საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ და არც ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა. მუნიციპალიტეტის პირველი პირები, უკვე დიდი ხანია მედიის კითხვებს არ პასუხობენ.
მათგან განსხვავებით, ჟურნალისტებს მომავალი წლის მთავარ პრიორიტეტებზე ესაუბრა, მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე. მისი თქმით, მომავალ წელს მთავარი პრიორიტეტები ასე გადანაწილდა, ინფრასტრუქტურას 9 მილიონი ლარი მოხმარდება; 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯება განათლების მიმართულებით; კულტურა, სპორტი და რელიგიის სფეროზე, 5 მილიონ ნახევარი ლარი გადანაწილდა; დასუფთავება და გარემოს დაცვას 3 მილიონ ნახევარი ერგო, ხოლო ჯანდაცვასა და სოციალურ ნაწილში 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება.
გელა ლომიძის თქმით, ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში შენიშვნები იყო ჯანდაცვის მიმართულებით, რომელიც მერიამ გაითვალისწინა.
გარდა აღნიშნულისა, მომავალი წლის ერთ-ერთი პრიორიტეტია მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ანაზღაურებაც. სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საჯარო მოხელეებს ხელფასი 10% -ით გაიზრდება.
მიმდინარე წელს თუ ვიცოდით, რომ ბიუჯეტში საკრებულოსა და მერიის ხელფასებისთვის 4 მლნ. 600 ათასი ლარი იყო და აქედან 1 მილიონი საკრებულოს, ხოლო 3 მილიონ 600 ათასი ლარი მერიის ხელფასებზე ნაწილდებოდა. ახლა მხოლოდ ის ვიცით, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში, შრომის ანაზღაურება თითქმის ხუთ მილიონ ნახევარი იქნება, თუმცა ვის რამდენი მოემატება და მერია-საკრებულოზე როგორ გადანაწილდება, ბიუჯეტში ეს ჩაშლილი არ არის.