ვალეში ზუკა ხუციშვილმა იმღერა
ვალეში, საახალწლო კონცერტზე, ზუკა ხუციშვილმა იმღერა. ახალციხის მერია მომღერალს გამართული კონცერტისთვის 10 000 ლარს უხდის. საახალწლო კონცერტები ახალციხეში 25 და 29 დეკემბერს გაიმართება. 29 დეკემბერს ახალ წლამდე ორი დღით ადრე, გიორგი ნიკოლაძე (ნიკოლშოუ) გამოვა სცენაზე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან ჰონორარის სახით 5 000 ლარს მიიღებს.