"მედია სკოლა მეხმარება იმ უნარების შეძენაში, რაც ნამდვილ ჟურნალისტს სჭირდება" - ნინო პარუნაშვილი
TV9news.ge და ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიერ მედია სკოლის ფარგლებში, მომავალი ჟურნალისტებისათვის ტრენინგების და ვორქშოფები გრძელდება.
ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდები სწავლობენ რა არის ჟურნალისტიკა, როგორ უნდა განასხვაონ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან, როგორ უნდა მოამზადონ ობიექტური და მიუკერძოებელი მასალები. მსმენელები ასევე, სწავლობენ ჟურნალისტური წერის ტექნიკას (ტრადიციული და სოც. მედიისთვის), ინფორმაციის მოძიებასა და გადამოწმებას, ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებსა და მედიაწიგნიერების საკითხებს. თეორიულთან ერთად ისინი, პრაქტიკულ სწავლებებსაც გაივლიან.
ტრენინგები მონაწილეებისთვის, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრებს როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები ატარებენ.
"ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტი ვყოფილიყავი, ახლა ეს სკოლა მეხმარება იმ უნარ ჩვევების გამომუშავებაში, რაც ჟურნალისტს სჭირდება. ჟურნალისტისების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ყოველდღიურად სიახლეებს გვაწვდიან" - გვეუბნება მედია სკოლის მონაწილე ნინო პარუნაშვილი.
მედია სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა 4 თვეა. სკოლის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს. ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაშრომი. გამარჯვებულებს გადაეცემათ პროფესიული საჩუქრები.