მედიაზე მუქარა, შეურაცხყოფა, ფინანსური კრიზისი - ეკატერინე ნოზაძე 2024 წელს აჯამებს
ტელეკომპანია „ბორჯომი“ 25 წელია უწყვეტად მაუწყებლობს რეგიონში, თუმცა კრიზისი, რაც წელს დაგვიდგა, ვერაფერს შევადარებ - ასე აჯამებს 2024 წელს, ტელეკომპანია "ბორჯომის" დირექტორი. ეკატერინე ნოზაძის თქმით, ტელევიზიას ჰქონდა რთული პერიოდები, გამოწვევები, თუმცა ისეთი რთული წელი, როგორიც 2024-ში იყო არ ჰქონიათ.
ისევე, როგორც სხვა მედიის წარმომადგენლები, ტელეკომპანია "ბორჯომშიც" ფიქრობენ, რომ ყველაფერი „რუსული კანონის“ მიღებით დაიწყო, რასაც მოჰყვა მედიის წარმომადგენლების სტიგმატიზება. ეკატერინე ნოზაძე გვიყვება ყველა იმ პრობლემაზე, რაც ტელეკომპანია ბორჯომმა წელს გამოიარა.
"ანონიმური, მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი ზარები ჟურნალისტებთან, თავდასხმები სოციალურ ქსელში და რაღაცნაირად მუდმივად ჩასაფრებული საზოგადოება. ეს ყველაფერი კი ბოლო წლებში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართული პროპაგანდის შედეგია. მიმდინარე წელს ფაქტობრივად ენთუზიაზმზე მოუწია ტელეკომპანია „ბორჯომის“ გუნდს მუშაობა. ისევე როგორც, სხვა პატარა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, ჩვენც შეგვექმნა ფინანსური კრიზისი. ადამიანური რესურსი კვლავ გამოწვევაა, მითუმეტეს ასეთ პოლარიზებულ გარემოში მუშაობისას"- ამბობს ეკატერინე ნოზაძე.
კითხვაზე, რა მოლოდინი და გეგმები გაქვთ მომავალი წლისათვის? - პასუხის გაცემა უჭირს, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით იცის, რომ "ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს ევროპული პერსპექტივა და არ უნდა დაიკარგოს საზოგადოების სამართლიანი პროტესტი და ახალგაზრდების ძალისხმევა".
მედია მშვიდ, უსაფრთხო და აგრესიისგან თავისუფალ გარემოში მუშაობას მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს - მიაჩნია ტელეკომპანია ,,ბორჯომის" ხელმძღვანელს.