პანდემიის პერიოდში, როცა საგანგებო მდგომარეობის გამო, ყველა სახის მაღაზიამ მუშაობა შეაჩერა, ნებისმიერი ნივთის შეძენა მხოლოდ ონლაინ იყო შესაძლებელი. ამ ფორმით ვაჭრობაზე მოთხოვნა დაახლოებით, 7-ჯერ გაიზარდა - ამბობენ mymarket-ში. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კომაპნიებმა პროდუქციის გაყიდვა დისტანციურად დაიწყეს. იყვნენ თუ არა მზად ამ გამოწვევისთვის და როგორ ხვდებიან სფეროს წარმომადგენლები კორონავირუსის მეორე, სავარაუდო ტალღას - ამაზე mymarket-ის პროექტის ხელმძღვანელი გვესაუბრა.